თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლაში გაიმართება სტუდენტების შეხვედრა Grata DMC გენერალური მენეჯერთან ირმა კოდუასთან.
ქალბატონი ირმა კოდუა სტუდენტებისათვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „MICE ტურიზმი - საუკეთესო პრაქტიკა“
შეხვედრის დეტალები: თარიღი: 5 ნოემბერი, დრო: 13:00 საათი; ადგილი: თსუ ტურიზმის სკოლა, 405-ე აუდიტორია; მისამართი: თსუ IX კორპუსი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №44.
საჯარო ლექცია ჩატარდება თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიმდინარე პროექტის - „შეხვდი ინდუსტრიის ლიდერებს“ ფარგლებში.
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, გაეცნონ მათ პროფესიულ გამოცდილებას, ჩაერთონ საინტერესო დისკუსიებში, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა. რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებას.
პროექტი ხორციელდება თსუ სტუდენტური თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტურიზმის ასოციაციას - Georgian Tourism Association (GTA) მხარდაჭერისათვის.